გამოთხოვება საბავშვო ბაღთან
2022 წლის 30 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2021-22 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ასევე უფროსი ჯგუფის ბაღთან გამოთხოვების ზეიმად იქცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები, მშობლები, პედაგოგები, საბავშვო ბაღის ყოფილი აღსაზრდელები.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, მღვდელ ჰოვსეფ ჰარუთუნიანთან ერთად.
დარბაზი სადღესასწაულოდ იყო მორთული, დღის განწყობის შესაფერისად. სადღესასწაულო დღე ერთის მხრივ სასწავლო წლის დასასრულად, ასევე საზაფხულო არდადეგების უდარდელი და ბედნიერი დღეების დასაწყისად და უფროსი ჯგუფის აღსაზრდელთა საბავშვო ბაღთან გამოთხოვების დღედ იქცა, იმ საბავშვო ბაღთან გამოთხოვების, სადაც ბევრი რამ ისწავლეს და ამჟამად ცოდნის მარაგით მიაბიჯებენ დაწყებითი განათლების საფეხურზე.
გამორჩეული იყო დარბაზის მორთულობა – კოსმოსი, პლანეტები და გონების მატარებელი, უფროსები პასუხობდნენ რიცხვებზე, სომხურ ასოებსა და სამშობლოს განმასახიერებელ პლანეტებზე „სწავლულის“ და „შემსწავლელის“ მიერ დასმულ შეკითხვებს. სიმბოლურად „ბავშვობის“ პლანეტის ცა მშვიდობიანი იყო - მხიარული განწყობის შემქმნელი, ხოლო დედამიწაზე – ომი და არეულობა. კითხვაზე რატომ ომობენ ადამიანები, პასუხი იყო სიყვარულის ნაკლებობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ყველასათვის.
ზეიმი დაიწყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საუფლო ლოცვითა და ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით. ღონისძიება გახსნა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა და „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს საბავშვო დაწესებულების მიმართ გამოჩენილი მუდმივი ყურადღების და მხარდაჭერისათვის. ხაზი გაუსვა 19 კურსდამთავრებულს, რომელთაგან 16 სწავლას დედაქალაქის სომხურენოვან სკოლებში გააგრძელებს.
ნამდვილადაც, რომ გაზრდილიყვნენ უფროსი ჯგუფის ბავშვები. მათ კეთილი გზა და სწავლაში წარმატებები უსურვეს უმცროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა, პირობა დადეს რომ მათსავით შრომისმოყვარენი და წესრიგის დამცველნი იქნებიან, ეყვარებათ საბავშვო ბაღი, სამშობლო, მშობლები და ერთმანეთი. მხიარულ ზეიმზე ისმოდა ლიტერატურული სომხური ენა, რომელიც მოცული იყო სომხური ეკლესიის, დედაენის და დედა სამშობლოს მიმართ დიდი სიყვარულით. ამაღელვებელი სიტყვა, ულამაზესი ცეკვა, მხიარული სიმღერა, რომელიც საბავშვო ბაღში მათ პედაგოგებმა – ევგენია მარკოსიანმა, აიდა ბაზოიანმა, სიუზანა ბრუტიანმა, ძიძამ - ერინაზ ბაღდასარიანმა შეასწავლეს ნამდვილადაც, რომ სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით განხორციელებული დიდი შრომის დასტურია, რომელიც ასევე საგზურია დიდი ცხოვრებისკენ, ეროვნული ცნობიერებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღს გაწეული საქმიანობის და გამოვლენილი მზრუნველობისათვის მადლობა გადაუხადეს მშობლებმა - ანუშ პეტროსიანმა და ქრისტინე ჰოვაკიმიანმა.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კამურჯ“-ის ხელმძღვანელმა გაიანე ბოსტანჯიანმა დაუფარავი სიამაყით გადაუხადა მადლობა საბავშვო ბაღის 2021-22 სასწავლო წლის გამოსაშვები ჯგუფის იმ აღსაზრდელთა მშობლებს, ვისი შვილების მშობლიურ ენაზე მიიღებენ სასკოლო განათლებას. ქალბატონმა ბოსტანჯიანმა ბავშვებს „სომხური ზღაპრები“-ს წიგნი გადასცა, მოუწოდა რომ ყოფილიყვნენ სომეხი ერის ღირსეული შვილები, უყვარდეთ სამშობლო, დაიცვან და წმინდად შეინარჩუნონ სომხური ენა.
საზეიმო ღონისძიების შეჯამებისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა კურთხევის და დაფასების სიტყვებით მიმართა საბავშვო ბაღის თითოეულ თანამშრომელს. სამშობლოდან შორს სომხური ენისა და სომხური სულის შენარჩუნებას წმინდა მამამ ბრძოლა უწოდა, რომლის დადებითი შედეგებიც შესამჩნევია ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული თითოეული მსგავსი ტიპის დაწესებულების საქმიანობაში, რომელიც მოქმედებს რუსთავში, ბათუმში, მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და აღნიშნული რაიონული ცენტრების მიმდებარე სოფლებში. ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერების სიტყვებით მიმართა მშობლებს მათი შვილების „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში მოყვანის და მათი სომხებად აღზრდა-განათლებისათვის.
მშობლიური ენის ცოდნის ხაზგასმით, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა ასევე ეპარქიაში მოქმედ საკვირაო სკოლებზე, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მშობლიური ენის არცოდნის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ეპარქიის წინამძღვარმა „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის (პედაგოგები – თამარა გაბოიანი, რევიკ კარაპეტიანი) მოსწავლეებს მეცადინეობების დასრულება მიულოცა, დალოცა ისინი და თავადვე გადასცა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები.
საზეიმო ღონისძიების მხიარულ დასასრულად იქცა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის აზოში საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულთა მიერ საჰაერო ბუშტების გაშვება - დიდი რწმენითა და იმედით, რომ რა სურვილებიც ჩაუთქვეს აუცილებლად აუსრულდებათ.