საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების შეწყვეტილი ღონისძიება სომხეთში
როგორც ცნობილია, 2022 წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილი იყო სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების ყოველწლიური პან-სომხური გაცნობით-თანამშრომლობითი ღონისძიება, რომლის მიზანია, სომხური ღირებულებების გავრცელების გზით ახალგაზრდებს სომხეთი კიდევ უფრო მეტად გააცნოს და მხარი დაუჭიროს სომხური იდენტობის შენარჩუნებას.
ღონისძიება 12 სექტემბერს დაიწყო. 25 ახალგაზრდა (მათ შორის ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები) საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების პასუხისმგებლის ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით გაემართა დედა სამშობლოს ისტორიული და კულტურული ძეგლების, საკულტო ადგილების მოსანახულებლად.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მხრიდან გაჩაღებული საბრძოლო მოქმედებების გამო, შეწყდა ახალგაზრდების მოგზაურობა სომხეთის რესპუბლიკაში. ზემოთ ნახსენებმა ჯგუფმა მხოლოდ გოშავანქის, დილიჯანისა და სევანავანქის მონახულება და ერევანში გაჩერება მოახერხა.
ახალგაზრდების ჯგუფმა მოგზაურობა დედაქალაქ ერევანში გააგრძელა. მათ მოინახულეს მატენადარანი, შეხვედრა ჰქონდათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან. სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგის მხრიდან სომხეთში ყოველწუთიერად განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო ჯგუფი სახლისკენ გამოემართა.
შეწყვეტილი ღონისძიება ნორატუსი-სევანი-თბილისი სახლისაკენ მომავალი მარშრუტით დასრულდა. სახლებისაკენ მომავალი ახალგაზრდების ბაგეებიდან სამშობლოს უსაფრთხოებისათვის ლოცვა და მშვიდობის ვედრება ისმოდა. საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების ჯგუფი უსაფრთხოდ დაბრუნდა თბილისში.