Материалы

„ევროვიზიის“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა მომღერალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა მიიღო

2023 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, საკვირაო წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძართან არსებულ საკუთარ რეზიდენციაში მუსიკალური შოუს - „The Voice“ გამარჯვებულსა და „ევროვიზია-2023“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელს ირუ ხეჩანოვს უმასპინძლა.

ახალგაზრდა მომღერალმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამემამულეს მუსიკალურ კონკურსზე სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით მხარდაჭერისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ახალგაზრდა მომღერალს კონკურსის ფინალში გამარჯვება მიულოცა. მან დალოცა ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლობა დაიმსახურა. წმინდა მამამ, იმედი გამოთქვა, რომ სომეხი ეროვნების მომღერალი ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს „ევროვიზია-2023“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են