Материалы

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

ტიარნინდარაჯის (მირქმის) საუფლო დღესასწაული უძრავია, და იგი ყოველწლიურად 14 თებერვალს აღინიშნება. ტიარნინდარაჯის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ გამოაცხადა. დღესასწაულის აღსანიშნავად და ჩვენი უფლის კურთხევის მიღების სანუკვარი სურვილით ეკლესიაში იმყოფებოდნენ ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დაიწერეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულის აღნიშვნა 13 თებერვალს წინასადღესასწაულო ცერემონიით დაიწყო და საეკლესიო წესების აღსრულებითა და ხალხური რიტუალების შესრულებით გაგრძელდა.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ტიარნინდარაჯის წინასადღესასწაულო ცერემონია - ღვთისმსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და ქვემო ქართლის სომხური ეკლესიების სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მონაწილეობით ჩატარდა. სიცივის მიუხედავად, ყველა სომხურ ტაძარში ხალხმრავლობა იყო. ქალაქის მეიდნის და ავლაბრის რაიონებში რელიგიურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოების დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენდნენ.

330980760 693487792509453 8404953689902464001 N

ნეტარი გალობების ფონზე მრევლი ისმენდა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ 40 დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაულის მნიშვნელობას. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა კერის კურთხევის რიტუალი - იკურთხა სამყაროს ოთხი მხარე. ამის შემდეგ აინთო სანთლები - ქრისტეს ნათლის სიმბოლოდ.

ეკლესიების ეზოებში ტიარნინდარაჯის ტრადიციული კოცონი დაინთო. თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ტიარნინდარაჯის კოცონი ეპარქიის წინამძღვარმა დაანთო და დაიწყო მხიარული ზეიმი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი (ხელმძღვანელი - ევგენია მარკოსიანი) იყო. ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის მიერ ანთებულ კოცონზე ახალგაზრდების ხტომის შემდეგ ასპარეზი ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჯეირანს“ დაეთმო (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი).

 საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ თითქმის ყველა რეგიონში მოქმედი ეკლესიების ეზოებიდან ისმოდა სომხური პატრიოტული და ფოლკლორული სიმღერები, დოლისა და დუდუკის ჯგუფების მიერ შესრულებული სასიამოვნო სიმღერები და ცეკვები, რომელსაც უერთდებოდა ასევე აღტაცებული საზოგადოება.

ქალაქის რაიონებში მდებარე სომხურ ეკლესიებში მხიარული ცეკვა-სიმღერა ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა. სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მსახურების ინიციატივითა და ეკლესიების ჯვრის ნათლიების, არმენ ხაჩატრიანისა და არმენ პეტროსიანის მხარდაჭერით გამასპინძლება გაიმართა.

ხალხის საყვარელი დღესასწაული, წინასადღესასწაულო ცერემონიით, ახალდაქორწინებულთა კურთხევით და კოცონთან მხიარული ცეკვა-სიმღერით აღინიშნა ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიებსა და მიმდებარე სოფლების სომხურ ტაძრებში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში 14 თებერვალს წმინდა წირვა აღევლინა.

 

Img

330914433 1695406930903252 572305837721769132 N

330989672 587499772914296 5440257853880814067 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են