Материалы

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დელეგაციის წევრთა ვიზიტი თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში

2023 წლის 10 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ჟანა ანდრეასიანის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი დელეგაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას ეწვია. მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სასულიერო დასი და საერო თანამშრომლები დახვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, არტურ მარტიროსიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჰოვანეს ჰოვანისიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გიგოიანი და სხვები. სტუმრებს ახლდა ასევე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი.

დედა სამშობლოს განათლების სფეროს ხელმძღვანელებმა ეკლესიაში სანთლების დანთების და წმინდა ტაძრის ისტორიის შესახებ ეპარქიის წინამძღვრის მიერ მიწოდებული ცნობების გაცნობის შემდეგ, დაათვალიერეს ეკლესიის ეზოში აღმართული სომხურ-ქართული მეგობრობის ქვაჯვარი (სომხ. „ხაჩქარ“), აქვე დასვენებული ქვის მონუმენტური სიწმინდეები და ქველმოქმედ ალექსანდრე მანთაშიანცის ძეგლი.

33143644

ამის შემდეგ დელეგაციის წევრებმა „ჰაიარტუნ“ ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ საბავშვო-საყმაწვილო გუნდი (ქორმაისტერი - მარია აბულლიანი, პიანისტი - კარენ მირზოიანი) სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნების შესრულებით მიესალმა.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა წარმოადგინა ცენტრის საგანმანათლებლო კულტურული საქმიანობა და ხაზი გაუსვა  მოზარდი თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდასა და სამშობლოსთან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას, რის ორიენტირსაც სომხური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება წარმოადგენს.

ქალბატონმა მინისტრმა დაუფარავი კმაყოფილებით დააფასა ცენტრის საქმიანობა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში (მასწავლებელთა გადამზადება, სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ფესტივალები და შეჯიბრებები) საქართველოში მცხოვრები სომხების პოტენციალის ათვისების პირობა დადო, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ეროვნული სიამაყის და სამშობლოსათვის თავდადების განმტკიცებასა და გაღრმავებას.

3314602

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են