ვალერიან მარკაროვის „იქ, ცხრა მთას უკან“ ნოველის პრეზენტაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში
2023 წლის 12 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ცნობილი პროზაიკოსის, უამრავი წიგნის ავტორის, ვალერიან მარკაროვის ნოველის „იქ, ცხრა მთას უკან“ პრეზენტაცია გაიმართა. ხალხმრავალი აუდიტორია შედგებოდა სხვადასხვა ეროვნების შემოქმედებისა და რიგითი მკითხველებისგან.
ზემოთაღნიშნული ნაწარმოების შექმნის მოტივი გახდა ავტორის სულის გამოძახილი. უცხოენოვან განათლებაზე აღზრდილ და სხვადასხვა ქვეყანაში ნაცხოვრებ, ისევე როგორც მსოფლიოს ხალხების ცხოვრების და ისტორიული საკითხების წინ წამომწევ შემოქმედს, სომეხის და სომხურისადმი მიძღვნილი საქმის კეთების ვალდებულება დამოუკიდებელ და აღორძინებულ სომხეთში ხანმოკლე ვიზიტის პერიოდში გაუჩნდა - შინაგანად, უფლის ნებით, და დაავალდებულა დაეწერა მშობლიურ ხალხზე, მშობლიური ხალხისთვის.
განათლებით ისტორიკოსის, ვალერიან მარკაროვის ზემოთ აღნიშნული წიგნი ეძღვნება დასავლეთ სომხეთის ტარონის პროვინციაში თურქულ იატაგანს შეწირული სომხური ოჯახის მძიმე ხვედრს. თითქოს ნაცნობი თემაა, ასი ათასობით ნაწარმოებია, რომელიც შეეხება ამ საკითხს, თუმცა ავტორის მიერ გაწეული დიდი ეთნოგრაფიული შრომა, ხალხური ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ყოველდღიურობის, ბუნებისა და ყოფის მაღალი ლიტერატურული ოსტატობით აღწერა შეუდარებელს ხდის წიგნის შინაარსს.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ჟურნალისტმა, ეკატერინა მინასიანმა წარმოადგინა ვალერიან მარკაროვის ცხოვრების გზა და ლიტერატურული საქმიანობა, ისაუბრა ხელოვანის მიერ სომეხის და სომხურისკენ სწრაფვაზე.
შთამბეჭდავი იყო ვალერიან მარკაროვის მიერ ნოველიდან ფრაგმენტების წაკითხვა - ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყო მუსიკა, ფოტოები და ავტორის სიტყვა, რამაც დარბაზს კვლავ დიდი განსაცდელი და ხოცვა-ჟლეტა, მსოფლიოს აღმშენებელი სომეხის უდიდესი ტრაგედია გაახსენა. გაშეშებული დარბაზი, ცრემლნარევი თვალებით, ხელახლა ჩაიძირა გადასახლების გზას დამდგარი ხალხის ისტორიის მოსახვევებში,და ბევრიტრაგედიას გადარჩენილები უსაფრთხო ქალაქში, თბილისში მოიყვანა.
ღონისძიების დასასრულს დაფასებისა და მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ პოეტი და მთარგმნელი მარინა კირაკოსიან-მოსესოვა, ლიტერატურათმცოდნე კოტე დუმბაძე და სხვები. ავტორისადმი მიმართულ უამრავ შეკითხვას შორის ყველაზე საინტერესო შეკითხვის დასმისათვის მხატვარმა, ევგენია ფარსადანოვამ საჩუქრად მიიღო წიგნი „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ («Всему свое время»), ვალერიან მარკაროვის ავტოგრაფით.
პრეზენტაციამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.