Материалы

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში

2023 წლის 8 აპრილს, დიდ შაბათს,  საღამოს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის (აღდგომის წინა დღის)  საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ამ დღეს, სპეციალური წესის დაცვით, ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი ინთება, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლებით აღევლინება საღმრთო ლიტურგია.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქვემო ქართლის რეგიონის სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა წმინდა მამამ ისაუბრა ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მნიშვნელობაზე - კერძოდ, აღნიშნა, რომ აღდგომის სასწაულის გარეშე ვერანაირ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა ქრისტეს გაღებული მსხვერპლი - მისი ტანჯვები, ჯვარცმა და გარდაცვალება. წმინდა მამამ დამსწრეებს მიმართა და მათ აღდგომის რწმენით გაერთიანების, ყოველგვარი სიძულვილისგან, მტრობისა და ეგოიზმისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც იესო ქრისტეს უყვარდა ყველა.

ჩაბნელებულ ცაზე მოკაშკაშე მზესავით გაიელვა აღდგომის ხარებამ - კეთილმა ცნობამ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთითა“ - რაც საუკუნეებია გარდაქმნის კაცობრიობის ცხოვრებას.

33931100

არქიმანდრიტმა წმინდა მამამ დამსწრეებს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ახარა.

მორწმუნეები ეკლესიაში შეკრებილნი იყვნენ, რათა პირველებს შეეტყოთ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხარება.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მორწმუნეებს აღდგომის  ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საქართველოსა და სომხეთს მშვიდობა, წინსვლა და განვითარება უსურვა. მორწმუნეებმა ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.

ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ტრაპეზის კანდელიდან აანთო მაცხოვრის ნათელის სიმბოლოს განმასახიერებელი მაცოცხლებელი სანთელი.ამის შემდეგ მორწმუნეებმა ზემოთ აღნიშნული სანთლიდან აანთეს თავიანთი სანთლები და მაცხოვრის კურთხევა მიღებულებს საშუალება მიეცათ საკუთარ კერებში მიებრძანებინათ მკვდრეთით აღმდგარი ღვთის ძის მაცოცხლებელი ნათელი.

ამ მოჰყვა ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ სახლის კურთხევის პირველი ცერემონიის ჩატარება. იკურთხა პური, წყალი და მარილი. ეკლესიის ეზოში გამასპინძლება გაიმართა.

 

33930

339312

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են