Материалы

ქალაქ რუსთავის სომხური ცენტრის ჯგუფის ვიზიტი თბილისში - თუმანიანის კვალდაკვალ

2023 წლის 5 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ნაირი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა, სომხური ენის შემსწავლელი კლასის მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა ჯგუფი, ცენტრის ხელმძღვანლის, ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის წინამძღოლობითა და ცენტრის ადმინისტრატორის აიდა ფოლადიანის თანხლებით თბილისის გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია.

სტუმრებმა ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - სახელწოდებით, „თუმანიანი და ტფილისი“ - დაათვალიერეს, გაეცნენ ასევე მწერლის ცხოვრებისა და საქმიანობის საინტერესო მომენტების ამსახველ ფოტოებს.

ამის შემდეგ სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის თანამშრომლების გოჰარ მაზმანიანისა და ედიტა ზორაბიანის მიწოდებული განმარტებების მოსმენის პარალელურად სტუმრებმა შემოიარეს თუმანიანის ყოფილი საცხოვრებელი ბინა და გაეცნენ ადგილზე დაცულ სამუზეუმო ექსპონატებს. სტუმრები მდიდარი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაემშვიდობნენ თუმანიანის ყოფილ საცხოვრებელ ბინაში მოქმედ  „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს.

3376977

3390882

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են