Материалы

შაუმიანელი პედაგოგებისა და მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

2023 წლის 1-ელ აპრილს, საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჰოვანეს თუმანიანის თბილისის სახლ-მუზეუმს მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის N1 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ცენტრში ორენოვანი (სომხურ-ქართული) ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს გამოფენა სახელწოდებით - „თუმანიანი და ტფილისი“. ღონისძიება სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში ვიზიტით დასრულდა, სადაც თუმანიანია დაკრძალული.

ღონისძიება მოეწყო საგნის - „მე და საზოგადოება“ - ბილინგვური განათლების პედაგოგის, ანჟელა ხაჩატრიან-მარგარიანის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე სკოლაში ბილინგვური განათლების კოორდინატორი ნანა ჭითაძე, IVბ კლასის დამრიგებელი - ვიოლეტა სარგსიანი, სომხური ენის პედაგოგი ანა თარანიანი.

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მადლობას უხდიან საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისათვის.

3369796

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են