Материалы

სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩირაღდნებით მსვლელობა

2023 წლის 23 აპრილის საღამოს, სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ინიციატივით ჩირაღდნებით მსვლელობა მოეწყო.

ხალხის მრავალრიცხოვანი ნაკადი, ჩირაღდნებით, დროშებითა და ბანერებით, რომელიც სომხური „სამფერი“-ის (სომხეთის ეროვნული დროშა მეტაფორულად იწოდება - „სამფერი“) სიმბოლოა, დედაქალაქის მეტროსადგურ  „ისნის“ ტერიტორიიდან ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმართულებით დაიძრა, რითაც ამცნო საზოგადოებას სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა უკვდავი ხსოვნის 108-ე წლისთავი, და ასევე სომეხთა გულში წმინდა მოწამეთა მოუშლელი ხსოვნა.

მსვლელობის მონაწილეებს ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური ეკლესიების სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი სასულიერო დასთან ერთად დახვდა.

წმინდა მამამ მიმართა მსვლელობის მონაწილეებს და ისაუბრა გენოციდის ტრაგედიაზე, ხაზი გაუსვა,  რომ ჩვენი ერი ვალდებულია ყველანაირი სიძულვილის და გამოწვევების გარეშე, ხსოვნის ცერემონიებით შესთხოვოს წმინდა წამებულებს უფალთან შუამდგომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ბოროტმოქმედებები და მსოფლიოში სტაბილურად შენარჩუნდეს მშვიდობა.

დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად აღმართული ხაჩქარის კვარცხლბეკი და ეკლესიაში მათი ნათელი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს.

 

34299272

34284

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են