Материалы

ქართული პოეზიის დღე „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, თბილისის 104-ე სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) სასიამოვნო ღონისძიება გამართეს სახელწოდებით - „ქართული პოეზიის დღე ჰოვანეს თუმანიანის სახლში“.

გამოჩენილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლის მე-2, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ზუსტი და ზედმიწევნით სწორი გამოთქმით სამ - სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე წაიკითხეს ქართველი პოეტის ცნობილი და უცნობი ნაწარმოებები, წარმოადგინეს ეპიზოდები მისი რთული და მძიმე ცხოვრებიდან, რითაც წარმოაჩინეს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართველი პოეტის მგრძნობიარე სული, მეამბოხე და მტკიცე ნებისყოფა.

მოსწავლეებმა ქართულიდან სომხურ და რუსულ ენებზე გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებები ოვანეს კარაიანის, მარტინ ქარამიანის, პარუირ სევაკის და ბელა ახმადულინას მიერ შესრულებული თარგმანების მეშვეობით წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ქართული პოეზიის მარგალიტებისადმი მიძღვნილი ამ სასიამოვნო ღონისძიების იდეის ავტორი 104-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი ასმიკ ანტონიანი გახლდათ. ღონისძიებას მხარი დაუჭირა ქართული ენის პედაგოგმა ლია ნაცვლიშვილმა.

ღონისძიებაზე ზაქარია ფალიაშვილის  ოპერიდან „დაისი“ უმშვენიერესი ცეკვა წარმოადგინეს „ვანქ“ ცეკვის ანსამბლის მოსწავლეებმა (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე).

ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, საკუთარი კურთხევის სიტყვაში, დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ  კირაკოს დავითიანის მამობრივი კურთხევა გადასცა, დიდად დააფასა 104-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლების საქმიანობა ორი ხალხის - სომხებისა და ქართველების მეგობრობის განვითარების საქმეში: ბავშვებში სომხური და ქართული ლიტერატურის შესწავლისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივებაში, კლასიკოსთა ნაწარმოებების გაცნობასა და დასწავლაში. ღირსმა მღვდელმა დამსწრეებს მოუწოდა იამაყონ სომხებად ყოფნით, ისწავლონ და დაეუფლონ სხვადასხვა ენებს და უყვარდეთ ორივე სამშობლო - საქართველო და სომხეთი.

Photo 2023 04 27 16 28 13

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են