Материалы

ჯილდოების და დიპლომების გადაცემა დებატების კონკურსის - „იცნობდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს“ გამარჯვებულებს

2023 წლის 3 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრმა საქართველოს სომხური დახმარების კავშირის დეპარტამენტის ჯგუფს და დებატების კონკურსში - „იცნობდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს“ გამარჯვებულებს უმასპინძლა.

დიდი სახალხო პოეტის ჰოვანეს თუმანიანის ყოფილი ბინის დათვალიერების და გიდის -გოჰარ მაზმანიანის განმარტებებისა და კომენტარების მოსმენის შემდეგ, საქართველოს სომხური დახმარების კავშირის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კარინე თადევოსიანმა საკონკურსო კომიტეტის წევრები და საქართველოს სომხური დახმარების კავშირის ცენტრალური დეპარტამენტის წარმომადგენლები წარადგინა.

დებატების კონკურსის - „იცნობდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს“ მიზანთან, ორგანიზების პროცესის ფაზებთან, განხორციელებულ სამუშაოებსა და მიღწევებთან ერთად, ქალბატონმა კარინემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხური ისტორიისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობდა ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონების და მიმდებარე სოფლების სკოლებისა და ცენტრების 137 მოსწავლე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით სომხურენოვან საჯარო სკოლებში არ ისწავლება სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორია, კონკურსში მონაწილე მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკონკურსო კითხვებზე პასუხების გაცემით საკითხების სათანადო ცოდნა გამოავლინეს.

Image 05 06 23 09 55

დებატების კონკურსის ფინალში 16 მონაწილე გავიდა, თუმცა, საკონკურსო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 2 მესამე, 2 მეორე და ერთ პირველი ადგილის მფლობელი. ხუთივე საპრიზო ადგილის მფლობელს საქართველოს სომხური დახმარების კავშირის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დებატების კონკურსის ფინალური ეტაპის 16 მოსწავლეს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცა. კავშირის თავმჯდომარე კარინე თადევოსიანმა მადლობის წერილები გადასცა ჟიურის წევრებს და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს.

თბილისში სტუმრად მყოფი  სომხური დახმარების კავშირის დეპარტამენტის წევრმა ქალბატონმა ჰამესტ სასუნიანმა, კონკურსის თითოეულ მონაწილეს და საკონკურსო კომიტეტის ყველა წევრს მიულოცა გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა და მადლობა გადაუხადა კავშირის თავმჯდომარეს - კარინე თადევოსიანს ეროვნული საქმიანობისა და ჯავახეთის ოფისის მიერ ნაყოფიერი და საქველმოქმედო პროგრამების განხორციელებისათვის.

დასასრულს დებატების კონკურსის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა და საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა. მათ მაღალი შეფასება მისცეს დებატების კონკურსის მიზანს, რომლის განხორციელებაც ავსებს ეროვნული იდეებით თაობების აღზრდა-განათლების და შთაგონების ნაკლს, რისი დაკმაყოფილების მაცოცხლებელი წყაროც სომხური ისტორიისა და ლიტერატურის სათანადო ცოდნაა.

Image 05 06 23 09 55

კურთხევის სიტყვით ღონისძიება შეაჯამა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. მან დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა და წარმატებები უსურვა საქართველოს სომხური დახმარების კავშირ საქველმოქმედო საზოგადოების საქმიანობას და დებატების კონკურსის ყველა მონაწილეს. მღვდელმა კირაკოსმა ხაზი გაუსვა ასეთი დებატების კონკურსების გამართვის აუცილებლობას სომხური ეკლესიის ისტორიის ცოდნისა და ქრისტიანული სარწმუნოების შემეცნებითი შესწავლის თვალსაზრისით.

დაჯილდოების საინტერესო დღე თბილისის სომხური ეკლესიების, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონის, ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისა და მცხეთის ისტორიული საეკლესიო კომპლექსის მონახულებით დასრულდა.

Image 05 06 23 09 55

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են