Материалы

ორგანიზაციის - „კეთილი სამარელი“ გადაცემული საჩუქრებით გამოწვეული სიხარული განიცადეს ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს მოსწავლეებმაც

2023 წლის 17 ივნისს, ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს (ხელმძღვანელი არტურ მირზოიანი) ოფისს ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, დიაკვან გევორგ ავეტისიანთან ერთად.

არქიმანდრიტი კირაკოსი გაეცნო ზემოაღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას: სომხური ენის შემსწავლელი, ცეკვა-სიმღერის, ქართული ენის შემსწავლელი, Հ.Մ.Ը.Մ (სომეხთა გამაერთიანებული ფიზკულტურის კავშირი) თბილისის ფილიალისა და ადგილზე მოქმედი სხვა შემოქმედებითი ჯგუფების მუშაობას, დააფასა ორგანიზაციის ხელმძღვანელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ტაძრებში აღვლენილ წმინდა წირვებსა და საეკლესიო რიტუალებში, მათ საქმიანობის გაფართოების და ბავშვებისათვის ქრისტიანული სარწმუნოების მცნებების გაცნობის - სომხური ეკლესიის ისტორიის სწავლებისკენ  მოუწოდა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეები და Հ.Մ.Ը.Մ სკაუტთა მოძრაობის მონაწილეები დალოცა და მათ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის - „კეთილი სამარელი“ საჩუქრები გადასცა. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა საინტერესო და მოულოდნელი სიურპრიზებით აღსავსე საჩუქრების ყუთების გახსნით გამოწვეული სიხარული განიცადეს.

354567566 655335336637649 2804454143576211272 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են