ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის
2023 წლის 12 ივნისს, ევროპის საბჭოს, ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობა“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრას.
შეხვედრის დაწყებამდე სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი მოინახულეს.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების წარმომადგენლები -განყოფილების ხელმძღვანლის, ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით .