Материалы

აბოვიანის დღეები თბილისში - „ნათელი გზამკვლევი“

2023 წლის 24 ივნისს, „აბოვიანის დღეები თბილისში“ - „ნათელი გზამკვლევი“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა ერევნიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა.

„ნათელი გზამკვლევი“ - „აბოვიანის დღეები თბილისში“ ღონისძიება მიეძღვნა აბოვიანის გაუჩინარების 175-ე და ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახლ-მუზეუმის დაარსების 85-ე წლისთავს. ამ მიზნით ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოიფინა ექსპონატები, რომელიც სახლ-მუზეუმის ისტორიას წარმოაჩენდა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კულტურის საკითხებში დავით ტერ-მკრტჩიანმა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი საუკუნის წინ სომხური ლიტერატურის ასპარეზზე გამოჩენილი და ახალი სომხური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიის პირველი გვერდის გადამშლელი ხაჩატურ აბოვიანის ცხოვრების და შემოქმედების უცნობი დეტალების შესახებ სახლ-მუზეუმის დირექტორის სიუზანა ხოჯამირიანის მიერ საინტერესო და შინაარსიანი სიტყვით გამოსვლა აღმოჩენა გახდა ღონისძიებაზე დამსწრეთათვის. ხაჩატურ აბოვიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული წლები თბილისში გაატარა, და მისი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებზე ისაუბრა მწერლის სახლ-მუზეუმის დირექტორმა. ნაამბობი ნამდვილად სიახლე აღმოჩნდა თბილისელი სომეხი საზოგადოებისთვის. ნაამბობს შორის იყო ამბავი საფრანგეთში გამოძერწილი აბოვიანის ქანდაკების თავგადასავალზე, რომელმაც დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველომდე - ქალაქ ბათუმამდე მოაღწია და საბოლოოდ დედა სამშობლოში დაიმკვიდრა ადგილი, ფრიდრიხ ბაროს მიერ ხაჩატურ აბოვიანის ფოტოსურათის შექმნის ისტორიასა და სხვა მსგავს გარემოებებზე.

აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმის საქმიანობის შედეგად ახლებურად მოხდა ხაჩატურ აბოვიანის ლექსების წარმოჩენა, რომელიც ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, კომპოზიტორ მარგარიტ სარგსიანის მუსიკის საფუძველზე სახეცვლილების შედეგად ლამაზ და სულისშემძვრელ სიმღერებად იქცა. ცნობილი მომღერლების ანდრანიკ მალხასიანისა და ჰრიფსიმე სუქიასიანის მიერ შესრულებული სიმღერების „ვათან“ (სამშობლო) და „მწვანე-წითელი“ ვიდეოკლიპების პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების თბილი მიღება დაიმსახურა.

355696032 659344822903367 3052420952832856907 N

ღონისძიება დატვირთული იყო ლამაზი ლირიკული დამატებებით. ხალხური სიმღერა „ჰოროველი“, ბარსეგ კანაჩიანის „ორორ“, ჰამო საჰიანის ლექსზე დაწერილი „ყველაფერი გაივლის“ და „ცხოვრება და ბრძოლა“ სიმღერების ჰრიფსიმე სუქიასიანის, ანდრანიკ მალხასიანისა და ცოლაკ ჰარუთუნიანის მიერ ბრწყინვალე და პროფესიონალური შესრულება დამსწრე საზოგადოებისათვის გახდა პატრიოტული და ეროვნული სიამაყის შთაგონება და სიამოვნების მიმნიჭებელი.

ღონისძიება ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა შეაჯამა. მან დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროგრამის განხორციელებას, ისაუბრა იმაზე, რომ პიროვნებები, რომლებმაც სომხური ლიტერატურის ასპარეზზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს არიან პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის ქომაგები, საკუთარი შემოქმედებით სამშობლოსათვის თავდადების, მისი დაცვისა და შენარჩუნების ერთგული სიყვარულისა და თავდადების აპოლოგეტები, რაც საფუძვლად ედება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის შეუქცევად კავშირს სამშობლოსთან, მისი სახელმწიფოებრიობის დაცვის და განმტკიცების დიად იდეებს.

დასასრულს, სახლ-მუზეუმის დირექტორმა სიუზანა ხოჯამირიანმა, დააფასა ვაჰაგნ ზაქარიანის გაწეული დიდი საორგანიზაციო სამუშაო ღონისძიების - „აბოვიანის დღეები თბილისში“ ჩატარებისათვის და პროექტის განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობის წერილები გადასცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორს ევგენია მარკოსიანს და ტელეჟურნალისტ ედგარ ბარსეღიანს.

355714520 659346032903246 4486012426186762251 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են