Материалы

ტრადიციული ტოლმის ფესტივალი თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში

თბილისში ტოლმის ფესტივალის გამართვის ტრადიცია კვლავ ნარჩუნდება. იგი იქცა დღესასწაულად, რომელიც ხალხს უყვარს და რომელსაც ელოდება. ამ დღეს თბილისის მაცხოვრებლებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება აქვთ დედაქალაქის გულში - კოლორიტული მეიდნის ტერიტორიაზე დააგემოვნონ სხვადასხვა რეცეპტით, სომეხი ქალბატონების უნარებისა და იდეების შერწყმით მომზადებული სომხური ეროვნული ტოლმის თითქმის ყველა ნაირსახეობა.

„ტოლმის ფესტივალი - 2023“ - 2023 წლის 9 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა. საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, ხალხმრავალი ტაძრის ეზოში ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს სათემო სტრუქტურების წევრები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, მორწმუნეები, ქალაქში მყოფი სხვადასხვა ეროვნების ტურისტები და სტუმრები.

1

ნაციონალური ელემენტებით გაფორმებულ წინსაფრებში გამოწყობილი სომეხი ქალბატონები საკუთარი ნახელავი ტოლმის დასაგემოვნებლად მაგიდებთან იწვევდნენ დამსწრეებს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნაირსახეობის ტოლმა: ვაზის ფოთლებში გახვეული, კომბოსტოსი, შერეული ბოსტნეულის, ხახვის, ასევე სამარხვო (პასუცი), ტკბილი - ქიშმიშით და მიხაკ-დარიჩინით, სტაფილოსი, ყველისა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ულამაზესი და მადისაღმძვრელი სერვირებით.

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა „ტოლმის ფესტივალი - 2023“-ის გახსნისას ხაზი გაუსვა ტრადიციის დაცვის, ეროვნული სამზარეულოს ელემენტებით მისი მეტად გაფართოებისა და განვითარების აუცილებლობას, და ფესტივალის მხარდაჭერისათვის მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს და ეპარქიის წინამძღვრის მიმართ, ისევე როგორც ფესტივალის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიებს, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის და ორივე ტაძრის ეკლესიის მოყვარულ ქალთა გაერთიანებების წევრებს, ფესტივალში მონაწილეობისათვის კი საზოგადოებრივ ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“-ს და ცეკვის ანსამბლ „ანი“-ს.

ფესტივალის საპატიო სტუმრები გახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი და ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი. ფესტივალი ეპარქიის წინამძღვრის მიერ სუფრების კურთხევით დაიწყიო. წმინდა მამამ საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა ფესტივალის თითოეული ორგანიზატორის წვლილს ეპარქიაში დამკვიდრებული ულამაზესი ტრადიციის მტკიცედ დაცვის საქმეში, დაფასების სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს, რომლების ღონისძიებაზე საკუთარი მომზადებული ტოლმით წარდგნენ და დამსწრეები უგემრიელესი და მადისაღმძვრელი კერძის დასაგემოვნებლად მიიწვია.

1

ფესტივალს თან ახლდა მხიარული ცეკვა და სიმღერა, რომელიც ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების ყოფილმა მოსწავლეებმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრში საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებულმა და ახლა უკვე სოლო შემსრულებლებად ჩამოყალიბებულმა მომღერლებმა  ანაჰიტ ჰარუთუნიანმა და ჰენრიხ პეტროსიანმა, ისევე როგორც შემოქმედებითმა ჯგუფებმა დუდუკის, დოლის, ვიოლინოს, ორგანის ჯგუფების მოსწავლეებმა მათი პედაგოგების: დუდუკის პედაგოგი - ივანე მკრტჩიანი, ვოკალის ჯგუფის პედაგოგი - სერგო ჰარუთუნიანი და ქორეოგრაფი - სურენ აბრამიანი  ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.

მიმდინარე წლის „ტოლმის ფესტივალი“ მხიარული სომხური ცეკვებითა და ჩვენი ერის ერთიანობის გამომხატველი ტრადიციული მრგვალი ცეკვის შესრულებით დასრულდა.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են