Материалы

ტერიანული პოეზიის დღე სოფელ განძაში

1967 წლიდან მოყოლებული ივლისის თვის ბოლოს წინა კვირა ეძღვნება ჯავახეთის სახელგანთქმულ შვილს, სომხური კლასიკური ლიტერატურის ნიჭიერ ლირიკოსს  ვაჰან ტერიანს და მის შეუდარებელ პოეზიას.

და ტრადიციის მტკიცე ძალით, 2023 წლის 23 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში კვლავ პატივი მიეგო პოეტის ხსოვნას და მისი პოეზიის უკვდავებას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივით მიმდინარე ტერიანობის დღესასწაულში მონაწილეობდნენ სუსანა ხაჩატრიანი, ევგენია მარკოსიანი და გისანე ჰოვსეფიანი.

დილიდანვე ხალხმრავლობა იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში. სოფელში თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებიდან და ერევნიდან იკრიბებოდნენ სტუმრები.

ტერიანული პოეზიის ტრადიციული დღე დაიწყო 1840-იან წლებში აგებული, 1859 წელს ვაჰან ტერიანის პაპის - მღვდელ გრიგორის ხელმძღვანელობითა და მფარველობით აშენებულ სურბ კარაპეტ ეკლესიაში აღვლენილი საღმრთო ლიტურგიით, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის საპატიო წინამძღოლობით ადგილობრივმა სულიერმა მწყემსმა ღირსმა მღვდელმა გევორგ ასატრიანმა აღავლინა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის შემდეგ სტუმრები ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, რის შემდეგაც, ამჯერადაც მოეწყო ფესტივალი ღია ცის ქვეშ, რადგან ვერც ერთი დარბაზი ვერ დაიტევს ტერიანის პოეზიის თაყვანისმცემლებს.

ჯავახეთის უმშვენიერეს კალთაში დაბადებულ სიყვარულის, თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის აპოლოგეტ პოეტ ვაჰან ტერიანს (ვაჰან სუქიასის ძე ტერ-გრიგორიანი) უსაზღვრო სიყვარული აკავშირებდა თავის მშობლიურ სოფელ განძასთან, იყო დანაღვლიანებული და თავის მშობლიურ მხარეს მონატრებული. და აგერ უკვე 56-ე ჯერ, განძამ უმასპინძლა მათ, ვისაც სურდა პატივისცემა გამოეხატა სამშობლოს, ძმობისა და თანასწორობის მგოსანი პოეტის ნიჭისა და პოეზიის მიმართ.

ფესტივალის გახსნისას, წამყვანმა მარტინ აროიანმა თავის გამოსვლაში სიამაყით აღნიშნა, რომ 1967 წლიდან სოფელ განძაში ტერიანული დღე სიმბოლურად გამოხატავს ხალხის პატივისცემას ამ მიწისა და წყლის შვილის - ვაჰან ტერიანის და მის მიერ შექმნილი უკვდავი პოეზიის მიმართ. და ირგვლივ გაჟღერდა ვაჰან ტერიანის პოეზია, რომელიც მეტად სასიამოვნოდ შეერწყო სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანლის, „ვაჰან ტერიანის“ კულტურის ცენტრის ხელმძღვანლის არუშან აკობიანის გამოსვლას, რამაც დამსწრეები ტერიანული პოეზიის ჯადოსნურ სამყაროში გადაიყვანა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსპიკერმა სუსანა ხაჩატრიანმა დამსწრე საზოგადოებას გადასცა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და მილოცვა, ასევე კეთილი სურვილები ჯავახეთის სომეხ ხალხს ეროვნული ფასეულობების ამაყად შენარჩუნების, დაცვის და თაობიდან თაობისათვის გადაცემისთვის. მან მართლაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიანული პოეზიის დღის ზეიმს თავისი მტკიცე და ურყევი ადგილი უკავია საიათნოვას „ვარდატონს“, რომელიც მაისის თვეში თბილისში აღინიშნება, აშუღ ჯივანის და გუსან ჰავასის სიმღერის ფესტივალებსა და სახალხო ზეიმებს შორის, რომელიც ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში და წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში აღინიშნება. ხოლო გაზეთ „ვრასტან“-ის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, დამსწრეებს შეახსენა, რომ 1981 წლიდან ტერიანული პოეზიის დღე სახელმწიფო დღესასწაულებს შორისაა და მალე, უთუოდ, ადგილობრივი ხელისუფლება მეტად პომპეზურად აღნიშნავს ტერიანული პოეზიის დღის 60 წლის იუბილეს.

ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყო ადგილობრივი და მიმდებარე რეგიონების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებისა და სოლისტების ოსტატური შესრულებები და გამომსვლელთა სიტყვა და ტერიანობის დღის ფესტივალი ჯავახეთში ნამდვილ სახალხო ზეიმად გადაიქცა.

1

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են