Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებს შეემატება კიდევ ერთი აღდგენილი ეკლესია

2023 წლის 19 აგვისტოს, ჯავახეთში გამართული საწინამძღვრო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსთან, არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანთან ერთად და ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მწყემსის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის თანამონაწილეობით გაეცნო ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი ხანჩალის „სურბ ასტვაწაწინ“  დაქცეული ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას.

დღე ნამდვილად ღირსშესანიშნავი იყო სოფელი დიდი ხანჩალის მოსახლეობისათვის. სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის სახლის არსებობის აუცილებლობის სიღრმისეულმა გაცნობიერებამ, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სახსრებით სოფლის მოშლილი და დაქცეული ეკლესიის აღდგენის სამუშაოების განხორციელება დააწყებინა.

შეხვედრაზე მყოფმა ეპარქიის წინამძღვარმა და ვიკარიუსმა დალოცეს ადგილობრივები, დიდად დააფასეს მათი სწორი მიდგომა სოფელში სალოცავი ადგილის არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მათ სამუშაოების დაწყება მიულოცეს.

14E7Bca9 4B34 4803 9E18 D208D4364F71

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են