გომანში „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ დაქცეული ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
2023 წლის 19 აგვისტოს, ჯავახეთში გამართული საწინამძღვრო ვიზიტის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსთან, არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანთან ერთად და ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვის „სურბ გევორგ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის თადეოს ტერ-მკრტჩიანის თანამონაწილეობით, გაეცნო ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.
გამოთქმულ მადლიერების სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში კიდევ ერთი ტაძარი დაიწყებს ფუნქციონირებას.