სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში
სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული საქართველოში მცხოვრები სომეხი მორწმუნეებისათვის ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაულია, რომელიც 2023 წლის საეკლესიო კალენდრით 30 სექტემბერს აღინიშნა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. მიუხედავად იმისა, რომ დღე სადღესასწაულო იყო, მაინც იგრძნობოდა საყოველთაო სევდა და ტკივილი არცახსა და დედა სომხეთში შექმნილი ვითარების გამო. მორწმუნეები ამ ყოვლისშემძლე ტაძარში სალოცავად და მამაცი სურბ გევორგისაგან კურთხევისა და შემწეობის მისაღებად, სევდის გაქარვების იმედითა და რწმენით იყვნენ მოსულები.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა, იქადაგა დღის საიდუმლოზე - ქრისტიანული რწმენისადმი მამაცი მხედართმთავრის ერთგულებასა და მის წამებაზე, ხაზი გაუსვა წმინდანისადმი მორწმუნეთა დიდ სიყვარულს და ერთგულებას, რომლის სახელზე საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ეკლესიები, მათ შორის არის ასევე სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარი.
სულიერმა მამამ მხედართმთავარ გევორგის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი შეურყევლობა სომეხ ხალხს შეადარა, ვინც ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გამოიარა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გამართა და დარჩა ერთგული საკუთარი რწმენისა. მწირველმა მღვდელმა ისაუბრა ჩვენს ხალხზე, რომელიც უკიდურესად მძიმე დღეებს გადის, მან დამსწრეებს ერთიანობის და ჩვენი სულიერი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისკენ მოუწოდა, და რომ დედა სამშობლოს და საქართველოს მიმართ პატრიოტიზმითა და ერთგულებით აღივსონ.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ყველა გევორგს მიულოცა დღესასწაული და მათ ქრისტეს ერთგულ შვილებად ყოფნის სიამაყით ცხოვრებისკენ მოუწოდა.
სულიერი მოძღვრების მიერ იკურთხა და დამსწრეებს გაუნაწილდა სურბ გევორგ დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ გაკეთებული შესაწირი. ასევე გაიმართა გამასპინძლება.
სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც - განსაკუთრებით წმინდანის სახელობის ტაძრებში.
აქვე დავძენთ, რომ სურბ გევორგ ტაძარი თბილისის უძველეს ეკლესიათაგან ერთ- ერთია. იგი აშენდა მე-13 საუკუნეში და იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომხური სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. 2015 წელს სრულიად განახლდა ფონდ IDeA-ს, რუბენ ვარდანიანის და სხვა ქველმოქმედების სახსრებით. სურბ გევორგ ტაძარი (ან ციხის დიდი ტაძარი), ეპარქიის საკათედრო ტაძრად ყოფნით, განაგრძობს საქართველოს სომხების თავის გარშემო გაერთიანებას.