Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსის წოდება მიიღო

2023 წლის 8 ოქტომბერს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, წმინდა ტრდატის ღია საკურთხეველში, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ ვარდაპეტთა ეპისკოპოსებად ხელდასხმის და კურთხევის ცერემონია გაიმართა, სხვა ვართაპეტებს შორის, ეპისკოპოსის წოდება მიიღო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.

წმინდა ცერემონიებთან დაკავშირებით, სურბ ეჯმიაწინში იმყოფებოდნენ სომხური ეკლესიის ეპარქიების წინამძღვრები, წარმომადგენლები იერუსალიმის სომხური საპატრიარქოდან, მთავარი საკათედრო ტაძრის ქველმოქმედები, მომლოცველები სომხეთიდან, აშშ სომხური აღმოსავლური, ერაყის და საქართველოს ეპარქიებიდან.

მთავარ საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საეპისკოპოსო ხელდასხმის ცერემონიას ესწრებოდა ქართული მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

2

წმინდა ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი, ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორი, მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, თბილისიდან მღვდელი ვირაპ ღაზარიანი, მღვდელი სამველ თოროსიანი, მღვდელი კირაკოს სიმონიანი, ბათუმიდან მღვდელი არარატ გუმბალიანი, დიაკვნები, მეფსალმუნეები, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, „საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო“-ს ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, სხვადასხვა საზოგადოებრივი, ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები მარი მიკოიანცი, კარენ ეღიაზარიანი, ქველმოქმედი არმენ გევორგიანი, სასულიერო და საერო პირები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ბათუმიდან და დედაქალაქ თბილისიდან ჩასული მორწმუნეთა ჯგუფები.

დღე ნამდვილად სასიხარულო და ბედნიერების მიმნიჭებელი იყო საქართველოში მცხოვრები სომხებისათვის. ეპარქიის სასულიერო დასის, საერო თანამშრომლების დამორწმუნეების მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაესწრო ეპისკოპოსად ხელდასხმის და კურთხევის ცერემონიას და წმიდა ლიტურგიას.

წმინდა ცერემონიის დასასრულს, დამსწრეებმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის წევრებმა გულთბილი სურვილებით მიულოცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ახლად ხელდასხმულ მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს და მასთან ერთად გაიზიარეს დღის ემოციური სიხარული.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის, დიაკვანთა, საერო თანამშრომელთა, მრავალრიცხოვან მორწმუნეთა და ეკლესიის მოყვარულთა სახელით, ვულოცავთ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს ეპისკოპოსად ხელდასხმას და ვუსურვებთ ქრისტიანული სარწმუნოების და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ერთგულ მსახურებას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობის გაღრმავებას, განმტკიცებას და საქართველოში მცხოვრები სომხების ეპარქიის გარშემო გაერთიანებას.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են