Материалы

ახლად ხელდასხმულმა ეპისკოპოსმა პირველი წირვა აღავლინა

2023 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავითიანმა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის "სურბ შოღაკათ" ეკლესიაში პირველი საეპისკოპოსო წმინდა წირვა აღავლინა.

წმინდა წირვას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და დიაკვნები, ასევე მორწმუნეები საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონებიდან და დედაქალაქ თბილისიდან. წმინდა წირვის მიმდინარეობისას ეპისკოპოსმა კირაკოსმა ქადაგება არცახის მოსახლეობის იძულებითი გადასახლების შედეგებზე, იმ გამოწვევასა და მძიმე დღეებზე საუბრით დაიწყო, რაც სომხეთსა და სომეხ ხალხს დაატყდა თავს. ეპისკოპოსმა კირაკოსმა სათანადოდ ისაუბრა რწმენისა და  ეკლესიის ძალაზე, წმინდა წირვის მონაწილეებს მოუწოდა, რომ არ დაშორდნენ უფალს, არ მიატოვონ ეკლესია და იცხოვრონ რწმენით - უზენაესის წყალობის იმედით. მწირველმა ეპისკოპოსმა იმედი გამოთქვა, რომ ღვთისმოშიში სომეხი ხალხი, არცახელი სომხები რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ და ყველაფერი დაკარგეს, თავიანთი ერთიანობით, უფლისადმი დიდი რწმენით იპოვიან იმ მტკიცე ძალას, რომელიც გამარჯვებებს და აღორძინებას მოუტანს მათ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს ერთიანობის და გამარჯვებების მოლოდინით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

დამსწრეები დიდი რწმენით, გამარჯვებების და აღორძინების იმედით შეუერთდნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ აღვლენილ პირველ წმინდა წირვას და ახლადკურთხეული ეპისკოპოსის ხელით ეზიარნენ. მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სხვადასხვა მონასტერსა და ეკლესიაში თავიანთი პირველი წმინდა წირვა აღავლინეს ასევე სხვა ახლად ხელდასხმულმა ეპისკოპოსებმაც.

2

344334

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են