Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის პირველი საეპისკოპოსო წმინდა წირვა თბილისში

2023 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში პირველი საეპისკოპოსო წმინდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ახლად ხელდასხმულმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

წმინდა წირვის აღსრულებისას ეპისკოპოსის თანაშემწე გახლდათ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი.

წმინდა წირვას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მორწმუნეები.

წმინდა ცერემონიის მიმდინარეობისას მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა სათანადოდ იქადაგა საეპისკოპოსო წოდების მიღების შემდეგ მის მიერ აღვლენილი პირველი წმინდა წირვის შესახებ. მან თავისი ქადაგება დაიწყო ეკლესიის ერთგული თითოეული მღვდელმონაზონის ნეტარი სურვილის - საეპისკოპოსო წოდებით წმინდა წირვის აღვლენის ბედნიერებაზე, რომელიც, თავის მხრივ, დაიჩრდილა, არცახიდან იძულებით გადაადგილებულთა მძიმე მდგომარეობით და დედა სამშობლოში არსებული რთული დღეებით გამოწვეული გარემოებებით.

387878068 727452456092603 2473341658773481243 N

ეპარქიის წინამძღვარმა არცახის მოსახლეობის იძულებით გადასახლებაზე, სახლ-კარ დაკარგული ადამიანების გაურკვეველ ცხოვრებაზე, რთულ მდგომარეობასა და სომხეთისა და სომეხი ხალხის გამოწვევებზე საუბრისას, დამსწრეებს შეახსენა ერის არასაკმარისი ერთიანობის, უფალსა და რწმენასთან დაშორების შესახებ და მათ გაერთიანების, ერთიანობის იდეით, ლოცვით, რწმენითა და გამარჯვების იმედით ცხოვრებისკენ მოუწოდა. მწირველმა ეპისკოპოსმა იმედი გამოთქვა, რომ ღვთისმოშიში სომეხი ხალხი, არცახელი სომხები რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ და ყველაფერი დაკარგეს, თავიანთი ერთიანობით, უფლისადმი დიდი რწმენით იპოვიან იმ მტკიცე ძალას, რომელიც გამარჯვებებს და აღორძინებას მოუტანს მათ.

თბილისელი სომეხი მორწმუნეები ახლად კურთხეული ეპისკოპოსის ხელით ეზიარნენ.

წმინდა წირვის დასასრულს, სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში ტრადიციული ჩაით გამასპინძლებას სადღესასწაულო ელფერი შესძინა ეკლესიის ერთგული მორწმუნის ალიკ უთმაზიანის ოჯახის მიერ დამსწრეთათვის ტორტით გამასპინძლებამ.

სასიამოვნო დღე სიცოცხლის ხალისის მატარებელი, მილოცვებითა და კეთილი სურვილებით იყო დატვირთული.

3878760

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են