Материалы

თბილისში თენგიზ მიკოიანცის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

2023 წლის 15 ოქტომბერს, იურისტის და სამართალმცოდნის კარენ ეღიაზარიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისში, საგამოფენო სივრცე – Iart Gallery-ში, გაიხსნა საქართველოსა და სომხეთის მხატვართა კავშირის წევრის, ცნობილი თბილისელი სომეხი ფერმწერის თენგიზ მიკოიანცის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „თბილისური შემოდგომის ფერები“. გამოფენის ფორმატში წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ როგორც წინა წლებში შესრულებული, ასევე ახალი ნამუშევრებიც.

საგამოფენო სივრცის კედლებმა დამთვალიერებელს საშუალება მისცა ხელახლა აღტაცებულიყო ფერების პალიტრის და ფუნჯის მეშვეობით „გაცოცხლებული“ ძველი ტფილისის კოლორიტული ხედებით, ხის ფერადი აივნებით, ქალაქის მივიწყებული უბნებით, „იტალიური“ ეზოებით, მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქალაქის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებით.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ქართველ მხატვართა საზოგადოების, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის, სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

2

გამოფენას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

გამოფენის გახსნისას სტუმრებს და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორმა კარენ ეღიაზარიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების განსაკუთრებულ როლს ქართულ-სომხური საუკუნოვანი მტკიცე კავშირების მნიშვნელობის, კულტურული ურთიერთობების და  ორ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავების საქმეში.

გამოფენა ერთდღიანი იყო, და ნამუშევრების კიდევ მრავალჯერ წარმოდგენის იმედით დასრულდა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են