Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გომანის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“-ის სახელობის ეკლესია აკურთხა

2023 წლის 21 ოქტომბერი მართლაც ისტორიულ დღედ იქცა ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანის მცხოვრებლებისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა სოფლის სრულიად განახლებული და აღდგენილი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“-ის სახელობის ეკლესია აკურთხა, რომელიც 1847 წელს არის აშენებული.

დღე ნამდვილად სადღესასწაულო იყო, რიტუალური ცერემონია - საზეიმო, რადგანაც საბოლოოდ ახდა გომანელთა ოცნება და დანგრეული ეკლესია მდგარი და მოქმედი იხილეს.

ადგილობრივები ტრადიციული პურით და მარილით დახვდნენ ჯავახეთში ჩასულ  ეპარქიის წინამძღვარს, ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსს, თბილისიდან, რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ და სამცხე - ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის მონაწილეობით, ღირსმა მღვდლებმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა და ნარეკ ტიგრანიანმა წმინდა მირონით აკურთხეს ეკლესიის სვეტები, ნათლობის ემბაზი, გამოსახულებები, რომელნიც ხატებად გარდაიქმნენ, და ეკლესია, რომელიც ღვთის სახლად, წმინდა სალოცავად იქცა.

3

„დრნბაცექის“ (კარის კურთხევის) რიტუალის ჩატარების შემდეგ, ახლად ნაკურთხი ეკლესიის საკურთხევლიდან დამსწრეებს მისალოცი სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ხაზი გაუსვა გომანელების დიდი ხნის ოცნების ასრულებას - სოფელში უფლის სახლის არსებობის და უზენაესის მადლისა და წყალობის ყოველდღე განცდის მნიშვნელობას. წმინდა მამამ დიდად დააფასა ის, რომ რუსეთში მცხოვრებმა მამა-შვილმა - რუბენ და დავით ბანდიკიანებმა არ გაწყვიტეს კავშირი მშობლიურ სოფელთან, არ გაუნელდათ თანამემამულეთა მიმართ სიყვარული და ყურადღება და სრულიად განახლებული, აღდგენილი  და ნაკურთხი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“-ის სახელობის ეკლესია სოფელს და მის მოსახლეობას დაუბრუნეს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა ღვთის სასურველი საქმის სამახსოვროდ ქველმოქმედებს დალოცვის წერილი და ხატები გადასცა.

გომანის სრულიად განახლებული და აღდგენილი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“-ის სახელობის ეკლესიის კურთხევასთან დაკავშირებით ქველმოქმედი ბანდიკიანების ოჯახის მიერ სოფელში გამასპინძლება გაიმართა.

კვირას, 22 ოქტომბერს, გომანის ახლად ნაკურთხ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“-ის სახელობის ეკლესიაში პირველი წმინდა წირვა აღევლინება.

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են