Материалы

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოსად ხელდასხმა და კურთხევა მიულოცა

2023 წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს შორის.

სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მიულოცა ეპისკოპოსად ხელდასხმა და კურთხევა და კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. ბატონმა ვაშაყმაძემ ასევე ხაზი გაუსვა რელიგიათაშორისი საბჭოს  ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობას, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს სომეხთა ეპარქია.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოსმა სააგენტოს თავმჯდომარეს მილოცვისა და კეთილი სურვილებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს,  საქართველოს სომეხთა ეპარქია მზადა არის უმასპინძლოს რელიგიათაშორისი საბჭოს წევრებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են