Материалы

საქართველოში იტალიის ელჩის სტუმრობა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში გრძელდება დიპლომატიური მისიების პირველი პირებისა და წარმომადგენლების სტუმრობა.

სწორედ დღეს, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიას საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ენრიკო ვალვო სტუმრობდა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა იტალიის ელჩს გააცნო ეპარქიალური საქმიანობის სპეციფიკა, ეროვნული და სამოქალაქო თვალსაზრისით არსებული თავისებურებები, ისაუბრა ყოველდღიურ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ეპისკოპოსმა კირაკოსმა ხაზი გაუსვა დიპლომატებთან მიმდინარე შეხვედრების მნიშვნელობას, რასაც მოჰყვა მხარეთა შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სათემო ინიციატივების განვითარების ფონდის დამფუძნებელი არნოლდ სტეფანიანი და ამავე ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են