Материалы

პანაშვიდი აღესრულა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის

2023 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, შესრულდა პანაშვიდის წესი 1988 წელს ჩრდილოეთ სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის.

მართალია, დრო აშუშებს იარებს თუმცა სომეხი კაცი უკვე 35-ედ ლოცულობს და სანთლებს ანთებს ტრაგედიას შეწირული უდანაშაულო ადამიანების სულების სიმშვიდის და მათი ხსოვნისათვის.

ტაძრებში შესრულებული პანაშვიდით ასევე მოხდა სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის, მსოფლიოს ქვეყნების საპასუხო რეაქციისა და უბედურებაში ჩავარდნილი სომეხი ხალხისათვის აღმოჩენილი დახმარების - მეზობელი ქრისტიანი საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ გაწეული მხარდაჭერის და გამოჩენილი თანადგომის გახსენება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი აღესრულა და სანთლები დაინთო მათი სულების სიმშვიდისათვის.

 

1988 წ. 7 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონებში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა. მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 10 ბალით შეფასდა. მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის  დაახლ. 40%, სადაც 1 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა. დაზარალდა 21 ქალაქი და რეგიონი, 342 სოფელი. უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო დაახლ. 20 000 ადამიანმა. განადგურდა სომხეთის რესპუბლიკის საცხოვრებელი ფონდის 17%, მუშაობა შეაჩერა 170 სამრეწველო საწარმომ, დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგროსამრეწველო სფეროს, არქიტექტურულ, ისტორიულ, ხელოვნების ძეგლებს, დაზარალდა სახალხო განათლების 917 კერა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են