Материалы

ღაფამის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2023 წლის  17 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ღაფამის ტრადიციული დღესასწაული. წლებია გოგრისადმი მიძღვნილი ეს ულამაზესი ღონისძიება თბილისში საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მფარველობითა და  "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით ეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისელი სომეხი ქალბატონები, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრი, „სურბ მოვსეს ხორენაცი“-ს სახელობის საბავშვო ბაღი, «Հ.Մ.Ը.Մ»-ის (სომეხთა საერთო ფიზიკური აღზრდის კავშირი) თბილისის ფილიალის ჯგუფი. სომხური ეროვნული კერძის პოპულარიზაციისკენ მიმართული ულამაზესი ღონისძიება მიეძღვნა ზამთრის პერიოდის დადგომას და ეროვნული სამზარეულოს, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დაცვას.

1

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

წმინდა წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს ღონისძიების მონაწილეები „ჰაიარტუნ“ ცენტრში ელოდნენ, რათა მოხარშული და შემწვარი გოგრის ნაირსახეობით, ნამცხვრებით, მურაბებით, ცხელი ჩაით და ყავით და რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი დიზაინითა და დეკორაციებით გაფორმებული სამეფო ღაფამის გოგრებით გამასპინძლებოდნენ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის  თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა და აღნიშნა, რომ ღონისძიება თემატურად ერწყმის სომეხი ქალბატონების ტილოების, ნაქარგებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი „შუშანიკ“ კავშირის წევრები, აგრეთვე ქვემო-ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შულავერ-შაუმიანში მოქმედი ხელსაქმის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებიი (ხელმძღვანელი: მარინა წიქარიშვილი).

1

ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა ღაფამის მომზადების მნიშვნელობაზე და მათ საეკლესიო ცერემონიებში და ეპარქიის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა, რაც ხელს უწყობს თაობების ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სულისკვეთებით აღზრდას.

ღონისძიებამ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სიმღერის - „ღაფამა“ ფონზე დამსწრეთა მიერ კერძის დაგემოვნებით ჩაიარა.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են