Материалы

პროექტის „ააშენე საქართველო“ ფარგლებში გამართულ მორიგ დიალოგში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებიც

2024 წლის 25-28 იანვარს, წინანდალში, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel -ში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“ მეორე ნაკადის მეორე დიალოგი გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდული გაერთიანებების, კერძო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი.

დიალოგს საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან ესწრებოდა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი  არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი და დიაკვანი გევორგ ავეტისიანი, აგრეთვე, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, ებრაული და მუსლიმური თემებისა და ქისტური თემის წარმომადგენლები.

მეორე დიალოგის სამუშაო თემა იყო სახელმწიფო უსაფრთხოება, საქართველოს ჰიბრიდული გამოწვევები და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო ფორმატი ითვალისწინებდა მოცემულ თემაზე სექტორული რეკომენდაციების მომზადებასა და სექტორებს შორის ამ რეკომენდაციების შეჯერებას.

პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են