Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სურბ ღევონდიანც მღვდელთა დღესასწაული აღინიშნა

სურბ ღევონდიანც მღვდელთა ხსენების დღე თითოეული მღვდლის დღესასწაულია. ღევონდიანც მღვდლები ავარაირის ბრძოლაში წმინდანებად ქცეული მეომრები არიან. დღესასწაულს „ღევონდიანც“ ღევონდ ერეცის პატივსაცემად ეწოდება, რომელიც ასაკით ყველაზე უფროსი იყო. დღესასწაული მოძრავია და 2024 წლის საეკლესიო კალენდრით იგი 6 თებერვალს აღინიშნა.

სურბ ღევონდიანც მღვდელთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში,  თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით აღვლენილი წმინდა წირვით აღინიშნა. მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია განსაკუთრებული იყო, რადგან იგი წმინდა საკურთხევლიდან აღავლინეს თბილისსა და საქართველოში სომეხი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ სომხურ ეკლესიებში მსახურმა მღვდლებმა.

2

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი და ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი, ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორი მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სათანადოდ განმარტა დღის მნიშვნელობა, მამობრივი კურთხევით მიულოცა თითოეულ მღვდელს დღესასწაული და უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის სპეციალური კონდაკის გადაცემით ღირს მღვდლებს ჰოვსეფ ჰარუთუნიანს და ღევონდ თაზაიანს გულსაკიდი ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა, აგრეთვე, საწინამძღვრო განკარგულებით მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სივრცეში გულსაკიდი ჯვრის ტარების ნება დართო.

ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, დამსწრეებს სურბ ღევონდიანც მღვდელთა დღესასწაული მიულოცა, მღვდელთა დასს უსურვა მტკიცე მსახურება - ღვთის სადიდებლად და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის აღსაშენებლად.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են