Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმინდა ვარდანანც დღესასწაული წმ. წირვით და საპატრიარქო ლოცვით აღინიშნა

2024 წლის 8 თებერვალს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით წმინდა წირვა აღევლინა, რომელიც  წმინდა ვარდანანც მხედართმთავრებისა და 1036 მოწამის ხსოვნას მიეძღვნა. დღის მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი.

მწირველმა მღვდელმა და სასულიერო მსახურებმა ლოცვა აღავლინეს მთავარი საკათედრო ტაძრის წმინდა ვარდანანცის სახელობის საკურთხეველში.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა  სათანადოდ იქადაგა გმირ მხედართმთავართა და მათ თანამებრძოლთა შესახებ, რომლებიც მთელს ერთან ერთად იბრძოდნენ რწმენისა და სამშობლოსათვის. სულიერმა მამამ ქადაგებაში ხაზი გაუსვა პატრიოტიზმის, სულის სიმამაცის და რწმენისათვის თავდადების კეთილშობილურ ქმედებებს, რასაც წმინდა ვარდან მხედართმთავარი და მისი თანამებრძოლები განასახიერებენ, და მოუწოდა მორწმუნეებს ჭეშმარიტად დაიცვან წმინდა ღევონდიანც და წმინდა ვარდანანც ხსოვნა და მემკვიდრეობა, აგრეთვე, სამშობლოს დაცვის, ეროვნულს შენარჩუნების და რწმენისადმი ერთგულების იდეებით განაგრძონ ცხოვრება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ წმინდა ვარდანანცის დღესასწაული ასევე არცახის 44-დღიან ომში დაღუპული და შემდგომში სამშობლოს და არცახის დასაცავად გაგრძელებულ ბრძოლებში დაცემული ათასობით მსხვერპლის ხსოვნის დღეა, რომლებიც დაეცნენდედა სამშობლოს სიმტკიცის დაცვის და არცახის შენარჩუნებისათვის გამართულ ბრძოლაში, და რომელთა ხსოვნაც ერისა და ხალხის სულში მუდამ დარჩება. 

წმიდა ვარდანანცის დღესასწაული ასევე უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობითი დღეა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საპატრიარქო ლოცვა შესრულდა. ერთობლივი ლოცვა აღევლინა სრულიად სომეხთა საკათოლიკოსოს სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის, უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ნაყოფიერი კათოლიკოსობისთვის.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ყველა ვარდანს მიულოცა მათი სახელობის დღესასწაული, მოუწოდა მათ რომ ყოფილიყვნენ ვარდანანცის პატიოსანი და მამაცი მამულიშვილები და მათი მიმდევრები.

წმინდა ვარდანანც დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են