საჩუქრების მოულოდნელი სიხარული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში
2024 წლის 17 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი შეხვდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მოსწავლეებს და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ვანქის“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: ლიანა კაშავანიძე) მოცეკვავეებს. წმინდა მამამ დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, ამის შემდეგ თითოეულ ბავშვს ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის - „კეთილი სამარელების ქისა“ საშობაო საჩუქრები გადაეცა.