Материалы

„ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ ხელმძღვანელობის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ ხელმძღვანელობის დელეგაცია ბათუმსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ 2024 წლის 26 თებერვალს ჩამოვიდა თბილისში. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“  აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ელიზა მინასიანი, ფონდის სომხეთის ოფისის დირექტორი არმენ ჰაკობიანი და დიასპორის ახალგაზრდა ელჩი ბრაზილიიდან აბრაჰამ კულაჯიანი.

სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების პასუხისმგებელს ემილ სარქისიანს შეხვდნენ და სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნენ, რის შემდეგაც ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ეწვივნენ. 

დიდი ლორელის თბილისის ყოფილი ბინის დათვალიერებისა და მისი ისტორიის და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ცენტრის გიდის ედიტა ზოჰრაბიანის მონაყოლის მოსმენის შემდეგ, სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ფონდის სახსრებით დაფინანსებული - „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისთვის 2023-2024 წწ.“ პროგრამის მონაწილეებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროგრამის პასუხისმგებელი პირები გაეცნენ პროგრამის სარგებლიანობას, სამუშაოს დეტალებს, ახალგაზრდების ჩართულობას, შეხვედრების სიხშირეს და მათ ღირებულებას.

შეხვედრის ფორმატით კმაყოფილმა სტუმრებმა,  მსგავსი შეხვედრის ჩატარების სურვილი გამოთქვეს ასევე სომხეთში - პროგრამაში მონაწილე სხვა ორგანიზაციებთან, სადაც მიწვეულნი იქნებიან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებიც.

„ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლობისა და პროექტული მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են