დანიის საპარლამენტო დელეგაციის და საქართველოში დანიის ელჩის ანნე ტოფტ სორენსენის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
სომეხთა სამოციქულო მართმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში ვუმასპინძლეთ დანიის საპარლამენტო დელეგაციას. შეხვედრისას ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე კირაკოს დავთიანმა სტუმრებს გააცნო ეპარქიის მოღვაწეობის შესახებ, ისაუბრა თემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა დანიის ელჩი საქართველოში ქალბატონი ანნე ტოფტ სორენსენი.
დიდ მადლობას ვუხდით დანიის საპარლამენტო დელეგაციას და დანიის ელჩს სტუმრობისათვის და ინტერესისასთვის ეპარქიის მიმართ.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სათემო ინიციატივების განვითარების ფონდი.