ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
2024 წლის 2 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა სიხარულით უმასპინძლა მარნეულის რაიონში მდებარე შულავერის „Hobby House“ სტუდიის მოსწავლეებს. ვიზიტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარინა წიქარიშვილი. მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნამუშევრები: ნაქარგები, გობელენი, თექა, თოჯინები, მძივები, ყაისნაღით და ჩხირებით ნაქსოვი ნივთები და ა.შ. აღნიშნული წარმოადგენს 10-17 წლის სომეხი გოგონების წარმოსახვის, ვიზუალური აზროვნების, სილამაზის აღქმის და გადმოცემის უნარს.
გამოფენის გახსნას მიესალმა და დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. მან მადლიერების სიტყვაში დააფასა ტრადიციული ხელსაქმის ცოდნის თაობებისთვის გადაცემის, წარმოსახვითი აზროვნების განვითარებისა და ამ ცოდნის სამომავლო გამოყენების შესაძლებლობა. მღვდელმა კირაკოსმა დამსწრეებს დამდეგი დედათა დღე მიულოცა, რომელიც საქართველოში აღინიშნება.
სტუდია „Hobby House“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, არის საქართველოს ხელსაქმის ეროვნული კავშირის წევრი. იგი წარმოდგენილი იყო სომხეთის რესპუბლიკასა და უცხოეთის რიგ ქვეყნებში, აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ორგანიზებულ მაღალი დონის გამოფენებში და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
სტუდიის წევრებმა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს სიყვარულით უსახსოვრეს თოჯინების მაკეტი, რომელიც ლეგენდის - „ძაღლი და კატა“ მიხედვით თავად შექმნეს.
დამთვალიერებელი აღტაცებით და გულწრფელი კმაყოფილებით შეხვდა ექიმ-გინეკოლოგ მარინე წიქარიშვილს, მის მიერ ტრადიციული ხელსაქმის შესრულებას, შემოქმედებითი საიდუმლოების და ოსტატობის მოზარდებისათვის გაზიარებას.