სააღდგომო საჩუქრები მორწმუნე ოჯახებს
იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძრსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სულიერი მამების, კერძოდ, ღირსი მღვდლის ჰუსიკ ჰარუთუნიანის და ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის ინიციატივით, ეკლესიის ერთგული შვილების - კარენ სარქისიანის, არმენ პეტროსიანის, ვაჩაგან აკობიანის, როლანდ სააკიანის, რობერტ თუმასიანის, არმენ დეგოიანის, გეორგი ღარიბოვის, ჟანა და ქრისტინა არუტიუნიანების, ჯონი მხითარიანის, ჰენრიხის, არმენის, ელზას ქველმოქმედებით 100-ზე მეტ მორწმუნე ოჯახს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ნობათი გადაეცა.
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა დალოცოს და დაიფაროს მისი კეთილისმყოფელი შვილები.