Материалы

სადღესასწაულო განწყობა და შეღებილი კვერცხებით თამაში „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში

2024 წლის 2 აპრილს  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღს ეწვია ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლია ვაჩაგან აკობიანი. წლების წინ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით საბავშვო ბაღს ეკლესიის ჯვრის ნათლია სტუმრობს, რათა პატარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცოს.

ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ შესრულებული ბავშვების კურთხევის რიტუალის შემდეგ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა და საბავშვო ბაღის პედაგოგებმა მოაწყვეს ბავშვებისათვის საყვარელი თამაში - კვერცხებით შეჯიბრი, რამაც ბავშვებს აჩუქა სიხარული და ამაღლებული განწყობა შეუქმნა.

პატარების სიხარული უფროსებმაც გაიზიარეს. ნათლიამ,ვაჩაგან აკობიანი ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მათ ჯანმრთელობა და ბედნიერი დღეები უსურვა. თითოეულმა ბავშვმა ნათლიისგან საჩუქრებიც მიიღო.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են