Материалы

დედაქალაქის ისნის რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა „სამარელების ქისა“ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან საჩუქრები მიიღეს

2024 წლის 4 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მამობრივი ნებით,  „სამარელების ქისა“ - საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან საჩუქრები მიიღეს აგრეთვე დედაქალაქის ისნის რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ორგანიზაციის წევრის პავლე ნადიბაიძის ინიციატივითა და ოფისის სხვა წევრების მიწვევით შეიკრიბნენ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მსახურმა ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა, ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორმა კარენ ერიციანმა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა ემილ სარქისიანმა ბავშვებს თანატოლთა მიერ შეფუთული ულამაზესი საჩუქრები გადასცეს.

ლამაზმა სასაჩუქრე ყუთებმა ბავშვებს ინტერესი აღუძრა, გაახარა და აღაფრთოვანა ისინი. 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են