Материалы

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის ცენტრში

2024 წლის 31 მარტს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის  ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში.

ცენტრის სულიერი ინსპექტორის ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ და ეპარქიის დიაკვნის გევორგ ავეტისიანის მონაწილეობით აღევლინა სადღესასწაულო წმინდა წირვა. 

ტრაპეზის ქვაზე აღვლენილი წმინდა წირვის მიმდინარეობისას მღვდელმა ისაუბრა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის  მნიშვნელობაზე - სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებაზე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ცენტრში გაგრძელდა ტრადიციული სააღდგომო კერძების ფესტივალით, რასაც მოჰყვა  შეღებილი კვერცხებით შეჯიბრი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են