Материалы

ორგანიზაციისგან - „სამარელების ქისა“ მიღებულმა საჩუქრებმა წალკის რაიონის სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც გაახარა

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით „სამარელების ქისა“ - საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან საჩუქრები მიიღეს აგრეთვე წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ნარდევანში, კუშჩიში, ბურნაშეთში, ოზნიში, ყიზილქილისაში, აშკალაში, დარაქოიში, ხაჩკოიში, ჩივთქილისაში, კაბურსა და დაშბაშში მცხოვრებმა  ბავშვებმა. 

რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წალკის რაიონისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ღევონდ თაზაიანი, სამველ ხუმარიანთან ერთად, სტუმრობდა ზემოთ აღნიშნულ სოფლებს. მათ ბავშვებს ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი კეთილი სურვილები და უცხოელი თანატოლების მიერ შეფუთული საინტერესო სასაჩუქრე ყუთები გადასცეს. საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ტრადიციად ქცეულ ინიციატივას გამოეხმაურნენ ბავშვები, რომლებმაც თავიანთი თანატოლებისათვის სასაჩუქრე ყუთები დაამზადეს და სასაჩუქრე ყუთებში განთავსებული წერილებით და ოჯახური ფოტოებით სიყვარული გაუზიარეს საქართველოში მცხოვრებ თანატოლ მეგობრებს.

„სამარელების ქისა“ - საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან გადაცემულმა საჩუქრებმა წალკის რეგიონის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე დღე აჩუქა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են