მერუჟან შაჰუმიანის ცხედარი ხოჯივანქის პანთეონში დაიკრძალა
2024 წლის 14 აპრილს, თბილისში, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში შედგა ცნობილი მხატვრის, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის მერუჟან შაჰუმიანის დაკრძალვის ცერემონია.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის თანამონაწილეობით გარდაცვლილის სალავთან დაკრძალვის წესი შესრულდა. დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.