აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში
2024 წლის 13 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით ქალაქ რუსთავში გაიმართა ღონისძიება, რომელიც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.
ხალხმრავალი იყო ცენტრის დარბაზი. ქალაქ რუსთავის სომხური სათვისტომოს წევრები „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში შეიკრიბნენ მოსწავლეთა გამოსვლების საყურებლად, რომელიც დატვირთული იყო სიმღერებით, ცეკვებით, ლექსების კითხვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა და მარხვის პერიოდისადმი მიძღვნილ საეკლესიო და ხალხურ ტრადიციებზე საუბრით. ზემოთ აღნიშნული ღონისძიება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.
ღონისძიების დასასრულს „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის ცენტრის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა დამსწრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოულოცა, მათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა, მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა.
დღის შინაარსთან შესაფერის, სასიამოვნო გამოსვლებით დატვირთულ ღონისძიებას მოჰყვა ტრადიციული კვერცხებით შეჯიბრი, რომელშიც ჩაერთნენ აგრეთვე უფროსები. ღონისძიება დამსწრეთა სადღესასწაულო განწყობით დასრულდა.