Материалы

სომეხთა გენოციდის წმინდანებად შერაცხილ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შუამდგომლობის ლოცვა თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში

2024 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონ წმინდანად შერაცხილ მოწამეთა ხსოვნის დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გაიმართა ღონისძიებები, რომელიც სამართლიანობის მოთხოვნის გულწრფელ გამოხატულებად იქცა.

24 აპრილს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა შუამდგომლობის წესი და პატივი მიეგო სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნას.

შუამდგომლობის ლოცვას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და მოღვაწეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ინტელიგენცია.

ეპარქიის წინამძღვარმა სათანადოდ ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე. სომეხი ხალხის ისტორიაზე საუბრისას, რომელიც რწმენისა და სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლით დაიწერა, წმინდა მამამ სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონ წმინდა მოწამეს  სომეხი ხალხის მფარველობისა და სამშობლოს და მისი საზღვრების მცველი სომეხი ჯარისკაცების დაცვისთვის შუამდგომლობა შესთხოვა.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ  ეპისკოპოსმა კირაკოსმა ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს უკიდურესად მძიმე აწმყოს და სომეხი კაცის ურყევ ნებას, შეინარჩუნოს სამშობლო, განამტკიცოს სახელმწიფოებრიობა და პატივი სცეს საკუთარი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს. ეპისკოპოსმა კირაკოსმა დამსწრეებს მოუწოდა ილოცონ და უფალს ხალხის მფარველობა და დედა სამშობლოს სასტიკი და დაუნდობელი მტრის ბოროტებისა და ხელყოფისგან დაცვა შესთხოვონ.

დამსწრეებმა ლოცვითა და სანთლების დანთებით, აგრეთვე, პანაშვიდის ცერემონიებში მონაწილეობით პატივი მიაგეს წმინდა მოწამეთა ხსოვნას.

24 აპრილს აღევლინა წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება,  საქართველოს სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში გაიმართა საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მშვიდობიანი შეკრებები.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են