გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
2024 წლის 29 აპრილს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვრის, ეპისკოპოს როლფ ბარაისის ხელმძღვანელობით და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში აშოტ სმბატიანის მოწვევითა და ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოქმედი ლუთერული ეკლესიების ხელმძღვანელთა დელეგაცია ეწვია.
სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მიიღო. საუბრისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სტუმრებს გააცნო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მოქმედი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს სომეხთა ეპარქია, მისი საქმიანობა, ისაუბრა ეპარქიის დაარსების ისტორიაზე, ისტორიულ და ახლად აშენებულ ეკლესიებზე, სულიერ, კულტურულ და სააღმზრდელო მოღვაწეობა. საუბარი შეეხო აგრეთვე დობილ ეკლესიებთან, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან თანამშრომლობას. მხარეებმა ეკლესიებს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გაგრძელების და გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს მთავარი საკათედრო ტაძარი, აღფრთოვანდნენ უძველესი ტაძრის სილამაზითა და ძველისძველი ფრესკებით, რომელიც ამკობს ისტორიული ეკლესიის კედლებს.