Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდების მომლოცველობა შაუმიანსა და წითელსოფელში

2024 წლის 5 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, მოეწყო ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფის მომლოცველობა მარნეულის რაიონის სომხურ სოფლებში. ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის და დიაკვნის გევორგ ავეტისიანის ხელმძღვანელობით ორგანიზებული მომლოცველობის პირველი ნაწილი მარნეულის რაიონის სოფელ დიდი შულავერის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მოლოცვით დაიწყო. „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიას მუდმივი ღვთისმსახური არ ჰყავს, ამიტომაც ადგილობრივები დიდი მოთმინებით ელოდნენ მღვდელ ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ აღვლენილ წმინდა წირვაში მონაწილეობას.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ახალგაზრდა მომლოცველებს ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა აგრეთვე წითელსოფლის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 5 მაისს აღინიშნა, ადგილობრივებმა მოამზადეს სააღდგომო კერძები და საკურთხად მიიტანეს სამლოცველოში.

2

მომლოცველობაში  მონაწილე ახალგაზრდები ადგილობრივი სომხური ახალგაზრდული ცენტრის წევრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, სტუმრებს საკუთარი საქმიანობა და სოფლის განვითარების ისტორია გააცნეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

გულთბილი მასპინძლობა გაგრძელდა მდინარე ხრამის ნაპირზე გამართულ სადილზე.  ახალგაზრდებს შორის უშუალო ურთიერთობების და თამაშების დროს ცხადი გახდა, რომ ახლო მომავალში მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართება. პოზიტიური ემოციებით დატვირთული ახალგაზრდები თბილისისკენ მომავალ გზაზე განიხილავდნენ შემდეგი მომლოცველობის მიმართულებას. ეპარქიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მომდევნო მომლოცველობებში მონაწილეობის სურვილი და მზაობა გამოთქვეს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են