Материалы

დოკუმენტური ფილმის „სინათლეები“ ჩვენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2024 წლის 8 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სინათლეები“ (“LIGHTS”) ჩვენება. 

დიაკვანი გევორგ ავეტისიანი მიესალმა დამსწრეებს და ისაუბრა ფილმის შინაარსზე.  დოკუმენტური ფილმი „სინათლეები“ მოგვითხრობს იმ მოზარდებზე, რომლებიც 44-დღიანი ომის პერიოდში მოხალისეებად მუშაობდნენ და, აგრეთვე, იმ ბავშვებზე რომლებმაც ომის შედეგად მშობლიური სახლები დაკარგეს. მან დამსწრეებს წარუდგინა ფილმის რეჟისორი და სცენარისტი შოღერ პეტროსიანი და დამდგმელი ოპერატორი, პროდიუსერი ვაზგენ მარტიროსიანი, რომლებიც ერევნიდან სპეციალურად ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად იმყოფებოდნენ თბილისში.

სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა ისაუბრეს ფილმის მიზანზე, რომელიც ხაზს უსვამს ომის კოშმარის წინააღმდეგ ბრძოლაში მოზარდების უჩვეულო მიდგომას, ომის შედეგად დაზარალებული, საკუთარ სახლ-კარს მოწყვეტილი ადამიანების დახმარების მზაობას და აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო დანიშნულებას.

20240508

ფილმის პროლოგში გადმოცემული იყო დოკუმენტურ ნამუშევარში მონაწილე ბავშვების მიერ თბილისელი სომხებისადმი გაჟღერებული მიმართვა, რითაც თითოეული მათგანი ერთგვარად გმობდა ყველანაირი სახის საომარ მოქმედებას.

ფილმის დასასრულს მაყურებელმა ავტორებს შთაბეჭდილებები გაუზიარა და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მიიღო.

დასასრულს დიაკვანმა გევორგ ავეტისიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი ლოცვა-კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, აგრეთვე, ფილმის თბილისში ჩვენების ინიციატივისათვის დოკუმენტური ნამუშევრის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են