ფერმწერ გიორგი მანოიანის მორიგი სიურპრიზი
ფერმწერმა, თბილისის ყოფილმა მაცხოვრებელმა გიორგი მანოიანმა, დედაქალაქის სომხური კვალის და ღირსშესანიშნაობების ფერწერა საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების მიზნად აქცია. მისი გრაფიკული ნამუშევრები და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები ამშვენებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრების კედლებს.
ამჯერადაც, აშშ-დან ჩამოსულმა მხატვარმა, 2024 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრს გაუკეთა მორიგი მოულოდნელი საჩუქარი და უსახსოვრა სურბ გევორგ ეკლესიის ფერწერული ნახატი.