Материалы

წყლის კურთხევის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ თბილისის ეკლესიებში

სომხურ სამოციქულო წმიდა ეკლესიაში მიღებული წესის თანახმად ეპარქიებში ახლად ნაკურთხი წმინდა მირონით წყლის კურთხევის ცერემონია ტარდება.

2024 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ახლად ნაკურთხი წმინდა მირონით წყლის კურთხევის ცერემონია ჩატარდა.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას, წმინდა მამამ თავის ქადაგებაში სათანადოდ განმარტა წმინდა მირონის მნიშვნელობა, მორწმუნეებს ამცნო, როდის და ვის მიერ გამოიყენება წმინდა მირონი და თუ როგორ უნდა გამოიყენონ მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი.

წმინდა წირვის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ ახლად ნაკურთხი წმინდა მირონით იკურთხა წყალი და დაურიგდა მორწმუნეებს. მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი სახლებში წაიღეს აგრეთვე ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიიდან.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են