საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის საერთო კრება ჩატარდა
2024 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო თავმჯდომარეობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის საერთო კრება ჩატარდა.
კრება საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
შეხვედრაზე მონაწილე სასულიერო დასმა,იერარქიის მიხედვით, წარმოადგინა სასულიერო მსახურების მიმდინარე საკითხები, იმსჯელა ცვლილებებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს ეპისკოპოსმა კირაკოსმა ამომწურავი პასუხები გასცასა სულიერო პირების შეკითხვებს. ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასს გაწეული სამსახურისთვის, მოუწოდა მომავალშიც მოთმინებითა და ერთგულებით გაავრცელონ ქრისტეს სახარება და დიდი სიყვარულით გააგრძელონ საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილება.
კრება დამცავი ლოცვით დაიხურა.